დიოსეზეს დღეები

Opublikowano: 2015-04-10 11:25:15

შაბათ-კვირას 23 და 24 ივლისს პოლონელ ახალგაზრდებთან და სხვა უცხოელ პილიგრიმებთან ერთად ვიკრიბებით პოზნანში. 23 ივლისს თქვენ უფრო ახლოს გაიცნობთ ვიელკოპოლსკას რეგიონის (დიდი პოლონეთის) დედაქალაქს. თუმცა, ეს არ იქნება ტრადიციული ექსკურსია. თქვენ შეიძენთ უნიკალურ ევანგელურ და განმანათლებელ გამოცდილებას. შაბათს საღამოს მოწვეული ხართ პოზნანის ეპარქიაში, სადაც სხვა საინტერესო ღონისძიებებთან ერთად, თქვენ დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოს. კვირას ყველანი შევხვდებით ახალგაზრდობის ფესტივალზე. "იორდანე"- პილიგრიმების ზონაში ჩვენ დავესწრებით საზეიმო წირვას. შემდეგ კი იქნება თაყვანისცემა, ლოცვა და კონცერტები.

ორშაბათს, 25 ივლისს მივემგზავრებით კრაკოვში ძირითად ღონისძიებებზე დასასწრებად და წმინდა მამასთან შესახვედრად.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჩვენი რეგიონის შესახებ:

პოზნანს მოსახერხებელი სატრანსპორტო კომუნიკაციები აქვს ევროპის სხვა ქვეყნებთან: საერთაშორისო აეროპორტი ცენტრში, რკინიგზა და სამსაათიანი ავტობუსით მგზავრობის შესაძლებლობა ბერლინამდე. კრაკოვი 360 კილომეტრშია პოზნანიდან.

ჩვენ უზრუნველყოფთ პილიგრიმებს ტრანსპორტით დიოსეზეს მიზნებისათვის და ტრანსფერს კრაკოვამდე.

დიოსეზეს დღეებამდე, ჩვენ აგრეთვე მოვამზადეთ პოლონეთში მოგზაურობის საინტერესო შემოთავაზებები.

თაიზეს ევროპული შეხვედრა პოზნანში შედგა 2009-2010 წლებში. წმინდა იოანე-პავლე II მრავალჯერ ესტუმრა პოზნანსა და მის გარე უბნებს.

აქ ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და ლოცულობდა წმინდა ფაუსტინა კოვალსკა.

პოლონეთის მონათვლვა-გაქრისტიანება მოხდა 1050 წლის წინ პოზნანის სიახლოვეს. სწორედ ამიტომ ჩვენს დიოსეზეს ჰქვია "იორდანე".

ჩვენი ქალაქი მასპინძლობდა 2012 წლის უეფას ევროპულ თასს.